29 იანვარი 2020,   21:03
ვრცლად
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ზურაბიშვილის ნათქვამი ორაზროვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ იქნებოდა სასიამოვნო მოსასმენი სამხედროებისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა სხვა რამე იგულისხმა.

"მე გავიგე - ის ფიქრობს, რომ მთავარი ღირებულება არის განათლებული ადამიანი, უბრალოდ მისი ნათქვამი ორაზროვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მით უმეტეს ჯარისკაცებისთვის, რომლებიც არიან სამხედრო მოქმედებებში," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი."

დღის ამბები