29 იანვარი 2020,   20:52
ვრცლად
თავდასხმა "ევროპული საქართველოს" ლიდერებზე - უგულავა და გაბაშვილი ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფებიან

თავდასხმა "ევროპული საქართველოს" ლიდერებზე. პარტიის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს ორი უცნობი დაესხა.

ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფებიან.   

"თუ ადგილი აქვს თავდასხმას და ეს პირები იდენტიფიცირებული არიან, ვინც თავს დაესხნენ გიგისა და გოკას, ამ შემთხვევაში უნდა დააკავონ, გამოკითხონ და ამის შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ მოიქცნენ. აქედან გამომდინარე, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა მოხდა. შევალ, დაველაპარაკები და გეტყვით შემდგომ ყველაფერს. ჯერ არც ერთთან კომუნიკაცია არ მქონია," - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის  მუხლით დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უწყებასთან იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც.

დღის ამბები