29 იანვარი 2020,   22:06
ვრცლად
არბოშიკში მოხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ არბოშიკში მოხდარი მკვლელობის საქმეზე სამი დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ დავით ჯავახიშვილი, თორნიკე მანჯავიძე და ტარიელ ლამაზოშვილი პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სოფელ არბოშიკში მცხოვრები 65 წლის ქალი მოკლეს და მისი საცხოვრებ ელი სახლიდან ძვირფასი ნივთები და 3100 ლარი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები