29 იანვარი 2020,   22:34
ვრცლად
"მასწავლებლებს ვერავინ აიძულებს, 14 დეკემბერს აქციაზე წავიდნენ" - ფოთის ენმ-ს წევრი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დარეჯან ცხვიტარია დღეს ფოთში საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა - ცხვიტარია ამბობს, რომ ხელისუფლება მასწავლებელს "ქართული ოცნების" მიერ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობას აიძულებს. ენმ-ს წევრის მტკიცებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. 

"მე მოვედი პედაგოგების გასამხნევებლად, მინდა გამოვუცხადო მათ მხარდაჭერა და ვუთხრა, 14 დეკემბერს დაგეგმილ კონტრაქციაზე წასვლას მათ ვერავინ აიძულებს," - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

 

დღის ამბები