27 იანვარი 2020,   10:17
ვრცლად
"ეს ექვსი თვე არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა"- ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას გურიაში აღნიშნავენ

ექვსი თვის მანძილზე საქართველო ევროსაბჭოს საპატიო თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, ოზურგეთში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმოდ აღიმართა.

ცერემონიალი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.

ღონისძიების ორგანიზატორი ”ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა იყო. ცერემონიალს გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მომავალი ექვსი თვე საქართველოსთვის. მისი თქმით, აუცილებელია ამ პასუხისმგებლობას ქვეყანამ კარგად გაართვას თავი.

"მისასალმებელია, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ის პრიორიტეტები, რაც საქართველომ დასახა და ამ ექვსი თვის განმავლობაში წარადგენს ევროსაბჭოში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ექვსი თვე არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ, იმ მოთხოვნების და სტანდარტების მიხედვით უნდა შეასრულოს, რაც ევროკავშირს გააჩნია," - აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

დღის ამბები