29 იანვარი 2020,   20:53
ვრცლად
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები პარტიებს შორის ბრძოლაში იკარგება - ჯაში უგულავა-გაბაშვილის თავდასხმაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერებზე გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმას საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები გამოეხმაურნენ.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის შეფასებით, ურთიერთდაპირისპირებისა და კრიტიკის ფონზე  სიმართლის დადგენა ძალიან რთულია. შესაბამისად, ჯაში გამოძიების მიმდინარეობას დაელოდება.

"ურთიერთდაპირისპირებისა და ურთიერთკრიტიკის ფონზე ძალიან რთულია სიმართლისა და რეალობის დანახვა და შეფასება. უფრო მეტი ინფორმაცია დამჭირდება, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. საზოგადებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იკარგება იმ ბრძოლაში, რომელიც არის პარტიებს შორის," - აღნიშნა მარიამ ჯამშა.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით კი, აღნიშნულზე საჭიროა გამოძიება სწრაფად ჩატარდეს.

"რა მოხდა არ ვიცი, ამიტომაც არის საჭირო ძალიან სწრაფად გამოძიების ჩატარება. ამ პირების იდენტიფიცირება არ იქნება რთული და იმის დადგენა, რა ინტერესები ამოძრავებდათ მათ და რა იყო ამ თავდასხმის მთავარი მიზანი. ამიტომ რეაგირებისა და მოქმედების მიხედვით შესაძლებელია განვსაზღვროთ რასთან გვაქვს საქმე," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები