21 იანვარი 2020,   23:58
ვრცლად
ორმხრივი სროლა ნიუ-ჯერსიში - დაღუპულია 6 ადამიანი

ნიუ-ჯერსიში, ორ შეიარაღებულ პირსა და პოლიციას შორის ორმხრივ სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან თავდამსხმელები და ერთი სამართალდამცველი, დაიჭრა სამი ადამიანი.

დაპირისპირება ჯერსი სითის სასაფლაოსთან დაიწყო და სუპერმარკეტში გაგრძელდა. სპეცოპერაცია 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უსაფრთხოების მიზნით დაიხურა მიმდებარე სკოლები. მომხდარს მოგვიანებით დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

დღის ამბები