29 თებერვალი 2020,   04:51
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი - საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის ელჩი აკეთებს. კარლ ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს.  

"როგორც იცით, დიალოგის მეორე რაუნდი შედგა, საარჩევნო სისტემაზე დისკუსიები გრძელდება. მიმდინარე კვირაში ვნახავთ, თუ რას გააკეთებენ სხვადასხვა პარტიები შედეგისთვის, ველოდებით დიალოგის მესამე რაუნდს. ჩვენ ერთ საკითხზე ვართ ფოკუსირებული და ეს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას ეხება. იმედი მაქვს, შემდეგი რაუნდი შესაძლებლობას მოგვცემს ვთქვათ, რომ სიტუაცია წინ მიდის, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ წინსვლა გვჭირდება. ბევრმა ევროპარლამენტარმა ისაუბრა იმაზე, რომ ამ დიალოგმა შეძლო სხვადასხვა მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და ეს დაეხმარა პარტიებს მომავალი წლის არჩევნებისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ“ - აცხადებს კარლ ჰარცელი. 

დღის ამბები