22 იანვარი 2020,   17:40
ვრცლად
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია

სამდღიანი პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული სამი პირი თავისუფლებულია.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის თავდაპირველად ოკუპანტებმა 4 ადამიანი დააკავეს, თუმცა არასრულწლოვანი მალევე გამოუშვეს.

სოფელ ბოჟამის მაცხოვრებლები ტყეში შეშის მოსატანად იყვნენ წასული რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა ისინი უკანონოდ დააპატიმრეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

პატიმრების გათავისუფლების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც იყო ჩართული.

 

დღის ამბები