02 აპრილი 2020,   19:01
ვრცლად
ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე პარლამენტი ხუთშაბათს იმსჯელებს

შეუჩერებენ თუ არა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას, ამაზე პარლამენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხუთშაბათს იმსჯელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მათ საქალაქო სასამართლომ საქმის მასალები უკვე გადასცა.

მოგვიანებით საკითხი განსახილველად ბიუროს სხდომაზე გავა, შემდგომ კი უკვე კენჭისყრაზე დადგება.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

დღის ამბები