22 იანვარი 2020,   00:24
ვრცლად
რუსულ ავიაიერიშებს სირიაში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საჰაერო შტურმის შედეგად, სირიაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 8 ბავშვია.

ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს. ავიაიერიში სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსეთმა იდლიბის პროვინციაზე მიიტანეს, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

ოფიციალური კომენტარი მომხდარზე არც დამასკოს და არც მოსკოვს არ გაუკეთებია.

დღის ამბები