19 იანვარი 2020,   00:30
ვრცლად
მკვლელობა ქარელში - ცოლის ძმამ მეუღლესთან შესარიგებლად ჩასული სიძე მოკლა

სოფელი დირბში ცენგირაშვილების ოჯახის უმცროსმა წევრმა, სამტრედიიდან სტუმრად ჩასული სიძე მოკლა.

ჭიქაშუა ვალერი, საკუთარმა ცოლის ძმამ სასიკვდილოდ ცივი იარაღით დაჭრა. მიზეზი - ურთიერთშელაპარაკება გახდა.

"კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილს საკუთარ ცოლთან უთანხმოება ჰქონდა. ოჯახი შვიდი თვის წინ დაინგრა. ქარელის რაიონში 22 წლის ახალგაზრდა მეუღლესთან შესარიგებლად ჩავიდა, რაც მძიმე შედეგით დასრულდა.

ბაჩანა ცენგირაშვილმა, რომელიც მეუღლეებს შორის არსებულ კონფლიქტს არკვევდა, დის ქმარი სახლის მოშორებით გაიყვანა და რამდენიმე დარტყმით მოკლა.

დანაშაულის შემდეგ, 24 წლის ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, იქამდე ოჯახის წევრები გააფრთხილა, რომ ვალერი ჭიქაშუა დაჭრილი იყო და მისთვის მიეხედათ. სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე ძებნაშია.

გარდაცვლილი ვალერი ჭიქაშუა სამტრედიაში ცხოვრობდა, იქ ყველას უჭირს იმ მიზეზებზე საუბარი, რამაც 24 წლის ახალგაზრდას მძიმე დანაშაული ჩაადენინა.

ადგილობრივ პოლიციაში უკვე გამოიკითხა გარდაცვლილის მეუღლე და სავარაუდო დამნაშავის და. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები სოფელში იმ გზაზეც ჩაატარა, რა მიმართულებითაც 24 წლის ბაჩანა ცენგირაშვილი მიიმალა. 

დღის ამბები