27 იანვარი 2020,   09:18
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება სოფელ ვაკიჯვარში - ადგილობრივების პროტესტი ჰესების მშენებლობას მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში. ადგილობრივების პროტესტი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულმა საჯარო განხილვამ გამოიწვია. 

მდინარე ნატანებზე  კომპანია "უნვერსალ ენერჯი ქორფორეიშენი" 9, 085 მგვტ სიმძლავრის 3 ჰესის მშენებლობას გეგმავს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰესების აშენების წინააღმდეგია.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესების აშენება სოფელ ვაკიჯვრის უნიკალურ ბუნებას და ხეობას ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.

"არ გვინდა მილებში გატარებული მდინარე, დაანებეთ გურიის ხეობებს თავი" - ამბობენ ადგილობრივები.

კამათის შემდეგ ანგარიშის განხილვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის ჩატარების მცდელობა კომპანიას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, მაგრამ საჯარო განხილვა მაშინ სოფელ ვაკიჯვარში მოსახლეობამ ჩაშალა.

დღის ამბები