27 იანვარი 2020,   11:19
ვრცლად
შენობიდან გადმოსროლილი კვერცხები და ქათმები - ქუთაისში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

"ერთად ერთის წინააღმდეგ" - ქუთაისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები მსვლელობით, შეკრების მთავარი ეპიცენტრისკენ, მერიის შენობისკენ მიემართებიან. მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციის ლიდერებიც მონაწილეობენ. 

მსვლელობის დაწყებამდე, ქუთაისის კიკვიძის ბაღთან, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და მსვლელობა უნდა დაეწყოთ, დაპირისპირება მოხდა. მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან უცნობმა პირებმა აქციის მონაწილეების მისამართით კვერცხები ისროლეს. კვერცხები მოხვდა საპატრულო პოლიციის ავტომობილსაც. ასევე, საცხოვრებელი კორპუსიდან ქათმებიც გადმოაფრინეს. 

როგორც აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, უცნობი პირები, რომლებიც აქციის ჩაშლას ცდილობენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.

 

 

დღის ამბები