21 იანვარი 2020,   09:51
ვრცლად
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ანტიკორუფციულმა სამსახურმა აჭარაში,ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
ადვოკატის ინფორმაციით,  მისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა  საუბარია ათასი ლარის ოდენობით ქრთამის აღებაზე.
ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ტარიელ თურმანიძე ბათუმში საკუთარი  ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით ბრალდებულს თბილისში გადაიყვანენ.

ტარიელ ქათამაძეს ბრალს ოფიციალურად 48 საათში წაუყენებენ.

დღის ამბები