29 იანვარი 2020,   22:20
ვრცლად
საქართველოში ომის დაწყებას მედვედევმა ყველაზე რთული და გარდაუვალი გადაწყვეტილება უწოდა

საქართველოში სამხედრო ოპერაციის დაწყებას დიმიტრი მედვედევმა მისი პოლიტიკური საქმიანობის ისტორიაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება უწოდა.

ასე უპასუხა მედვედევმა ჟურნალისტის კითხვას, რა იყო მისთვის ყველაზე რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"რთულია მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანას ან ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. მე მომიწია გადაწყვეტილება მიმეღო საქართველოს აგრესიის საპასუხო ქმედებების შესახებ. მე მაშინ სულ ახალგაზრდა ხელმძღვანელი ვიყავი. მხოლოდ 2 თვე იყო გასული, რაც პრეზიდენტი გავხდი. ეს ძალიან რთული იყო. მაგრამ მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ გადაწყვეტილება ერთადერთი და გარდაუვალი იყო,"- განაცხადა მედვედევმა.

მედვედევი 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი იყო. ახლა ის რუსეთის პრემიერ-მინისტრია. მედვედევმა განცხადება ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც რუსული არხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

დღის ამბები