29 იანვარი 2020,   21:37
ვრცლად
"დადგმული სპექტაკლი" - ოპოზიციას უმრავლესობაში დაწყებული დაპირისპირების არ სჯერა

ოპოზიციას უმრავლესობაში დაწყებული დაპირისპირების არ სჯერა. ისინი,  ბოლო ერთი თვის განმავლობაში,  მაჟორიტარების მეორე დაუმორჩილებლობას დადგმულ სპექტაკლად აფასებენ.

"მგონია, რომ ეს სრულიად შეთანხმებული ვერსიაა, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი თავგზის აბნევისთვის და არ მგონია, რომ ამას რაციონალური გაგრძელება მოჰყვეს. ახლა, როდესაც ყველა ითხოვს, მათ შორის, სამოქალაქო სექტორი, მთელი პოლიტიკური სპექტრი პროპორციულ არჩევნებს, ამ ინიციატივის შემოტანის მიზანი რა არის, ვერ გეტყვით.  მე, ამის გაგრძელების ლოგიკურ გზას ნამდვილად ვერ ვხედავ,“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარები, რომელთა ნაწილი პარლამენტში სამი წლის განმავლობაში სიტყვითაც კი არ გამოსულა, ბიძინა ივანიშვილს ვერ დაუპირისპირდება.

ცვლილებებს მხარს ლაგოდეხის მაჟორიტარი გურამ მაჭარაშვილი უჭერს.  ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ამის შემდეგ კი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

დღის ამბები