29 იანვარი 2020,   22:10
ვრცლად
ქუთაისში, მშობელი მასწავლებელს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს მშობელი მოსწავლის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშუალებს.

მესამე კლასის მოსწავლის მშობელმა ცირა ხაბურძანიამ ამასთან დაკავშირებით  პოსტი სოციალურ ქსელში  გაავრცელა.

მშობელი პედაგოგს, თამარ კუხიანიძეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში  ადანაშაულებს. როგორც მშობელი ამბობს, ადრეც არა ერთხელ მიუმართავს სკოლის დირექტორისთვის რეაგირების მიზნით, მაგრამ როდესაც ბავშვმა სახლში თავიდან ამოგლეჯილი თმა მოიტანა, გადაწყვიტა შვილის უფლებები  უფრო მაღალ ინსტანციებში დაიცვას.

ცირა ხაბურძანიამ ოფიციალური წერილით განათლების მინისტრს, შსს-ს  და სახალხო დამცველს მიმართა. ის,  მასწავლებლის სკოლიდან გარიდებას  მოითხოვს.

სკოლის დირექტორის, თეიმურაზ ჭაბუკიანის თქმით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, სათანადო რეაგირება მოხდება.

ფაქტს არ ადასტურებს პედაგოგი. თამარ კუხიანიძის თქმით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ხდება ტყუილის გავრცელება. მისი თქმით, მოსწავლეებმა თქვეს, რომ ბავშვმა მაკრატელი მოითხოვა და თმა თავად მოიჭრა.

 

დღის ამბები