29 იანვარი 2020,   21:19
ვრცლად
"უნდა შევიდეთ სისტემების შინაარსში, რომელი უფრო უპრიანი იქნება ქვეყნისთვის" - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც "ამბოხებული მაჟორიტარებიდან" ერთ-ერთია და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასაც  მხარს უჭერს, აცხადებს, რომ მათი ინიცირებული საარჩევნო მოდელის მიხედვით პარლამენტი ორპალატიანი იქნება.

ყაველაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემა ქვეყნის საჭიროებებს უნდა მოერგოს.

"პრინციპი ამერიკული მოდელია, სადაც ორპალატიანი პარლამენტი იქნება, ზედა და ქვედა პალატა. სენატი და რესპუბლიკის საბჭო იქნება და განსხვავებული მიდგომები იქნება, რატომ მაჟორიტარული, პირდაპირი წესით. აუცილებელია, სისტემების შინაარსში შევიდეთ, რომელი სისტემა უფრო უპრიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა სხვა "ამბოხებული მაჟორიტარებთან" ერთად 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო.

ამავე თემაზე
დღის ამბები