29 იანვარი 2020,   22:38
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ეპარქიაში წლების განმავლობაში აღარ მსახურობდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონისთვის თავდებში დადგომას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში არ ადასტურებენ.

როგორც ეპარქიაში ამბობენ, მამა სვიმონ ქავთარაძე ზუგდიდში ეპარქიაში წლების განმავლობაში აღარ მსახურობდა და ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა. 

სასულიერო პირები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადების გავრცელებას გეგმავენ. 

"ჩვენ ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდგომ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე, სადაც აღიკვეცა ბერად. ამჟამად, ის ჩვენს ეპარქიაში არ მსახურობს. რამდენიმე წლის წინ დატოვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია.

გამოძიება დაადგენს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი ასეთ მდგომარეობაში რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს. ყოვლად წარმოუდგენელია. მას ვიცნობ ბავშვობიდან და გვქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა, ეს ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი ფაქტი იყო,“ - აცხადებს ეპარქიის მდივანი დიმიტრი ვეკუა.

შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალს დღეს წაუყენებენ. ათონის მთაზე მოღვაწე სასულიერო პირი ზუგდიდში დააკავეს.

საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომან მალანია, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზებას. მას დღეს სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 

დღის ამბები