21 იანვარი 2020,   08:51
ვრცლად
აშშ-ს პარლამენტმა ჩინეთის წინააღმდეგ მორიგი კანონპროექტი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტმა ჩინეთის წინააღმდეგ მორიგი კანონპროექტი მიიღო. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს ჩინეთის მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება სთხოვა.

ამერიკის კონგრესში მიიჩნევენ, რომ ოფიციალური პეკინი მუსლიმ უიღურებს ავიწროვებს და ე.წ. გადამზადების ბანაკებში მოთავსებით მათ დისკრიმინაციას ახდენს.

პეკინში შტატების საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას ბოროტება უწოდეს. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონს მოუწოდებს, მათ საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს.

დღის ამბები