16 დეკემბერი 2019,   07:03
ვრცლად
"აჭარის ტელევიზიის" დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

"აჭარის ტელევიზიის" დირექტორის პოსტზე გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. მას განმეორებით კენჭისყრაში მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა. საბჭოს ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების დიდი ნაწილისთვის, ასევე ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის  გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მათი განცხადებით, ბორდი "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილი იყო, გიორგი კოხრეიძე კი "ქართლი ოცნების" კანდიდატად არის მოაზრებული.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჟურნალისტები, თუმცა გადაწყვეტილებას მიესალმებიან. 

"საბჭოს გადაწყვეტილება მომწონს, მომწონს, რომ ეს 7 თვიანი კრიზისი დასრულდა, დასრულდა უდირექტორობის პერიოდი და ჩემი აზრით, ჩვენი მაუწყებლისთვის გაგრძელდება განვითარება," - აცხადებს აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი სოსო სტურუა.

კენჭისყრის პირველ ეტაპზე კი ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე – 2 ხმა, მაია მერკვილაძე და ფირუზ ბოლქვაძე – 1-1. კონკურსში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა.

 

 

დღის ამბები