13 დეკემბერი 2019,   03:31
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" შოუს და სპექტაკლის დადგმა სურს" - დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

საკრებულოს სხდომა დღეს რამდენიმე სიტყვიერი დაპირისპირების და პერფორმანსის ფონზე დაიწყო. საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს დაუპირისპირდა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს საკრებულოში შესვლის უფლება არ მისცესრასაც პროტედტი მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობა" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შოუს და სპექტაკლის დადგმა სურს.

დღის ამბები