10 დეკემბერი 2019,   07:20
ვრცლად
სამართალდარღვევის არარსებობის გამო ტიტე გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სამართალდარღვევის არარსებობის გამო, გუშინ, "ქართული ოცნების" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული, მოძრაობა "შეცვალეს" წევრი, ტიტე გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლო პროცესზე, ტიტე გედენიძემ  განაცხადა, რომ “დაკავებისას პოლიციელების ქმედებები იყო ამაზრზენი."

"არანაირი განმარტება და მოწოდება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან, თუ რატომ მაკავებდნენ. ძალის გამოყენებით ამიყვანეს ხელში და ჩამტენეს მანქანაში. მე მქონდა სპეციალური საშუალება, რითაც წარწერის წაშლას ვაპირებდი, რაც არ დამაცადეს. არანაირი განმარტება არ იყო, თუ რატომ მაკავებდნენ,"- განაცხადა გედენიძემ.

21 ნოემბერს, "ქართრული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე, პოლიციამ 4 პირი დააკავა. 

დღის ამბები