10 დეკემბერი 2019,   05:45
ვრცლად
"სევდის ანგელოზების" პრემიერა კინოთეატრ ამირანში - გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება 23 ნოემბერს გაიმართება

კინოთეატრ ამირანში 23 ნოემბერს კინოფილმ "სევდის ანგელოზების" ჩვენება გაიმართება.

დოკუმენტური ფილმი, რომელიც თეონა ჯორბენაძემ გადაიღო, დიდი მაესტროს, გია ყანჩელის, ცხოვრებას ასახავს. ჩვენებამდე კინოთეატრ ამირანში სამყაროს უდიდესი კომპოზიტორის მუსიკას კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

10 წლის ვუნდერკინდი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე გია ყანჩელის ფილმის ჩვენებამდე სწორედ იმ ნაწარმოებს შეასრულებს, რომელიც დიდ მაესტროს მიუძღვნა. ცოტნე ზედგინიძე კომპოზიტორთან შეხვედრას, როგორც ყველაზე ემოციურ და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბის საწყისს, იხსენებს.

თეონა ჯორბენაძის ფილმი "სევდის ანგელოზები" გია ყანჩელის ცხოვრებაზე, მის შემოქმედებასა და მის ანგელოზებზე გვიამბობს.

"სევდის ანგელოზებში" ასახულია გია ყანჩელის მუსიკალური ბიოგრაფია, კომპოზიტორის უდიდესი შემოქმედებითი მემკვიდრეობა და ყველა ის ადამიანი, რომლებიც მის მუსიკას სხვადასხვა დროსა და სივრცეში ასრულებდნენ.

ფილმს, რომლის გადაღებაც სპონტანურად დაიგეგმა კინოთეატრ ამირანში, მხოლოდ 1 დღით აჩვენებენ.

დღის ამბები