13 დეკემბერი 2019,   03:57
ვრცლად
უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ და მძღოლებს გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილზე აწვდიან ინფორმაციას.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, - აცხადებენ შსს-ში. 

დღის ამბები