06 დეკემბერი 2019,   06:47
ვრცლად
პიკეტირება და ბლოკირება, კანონის ენაზე რომ ვთქვათ, უკანონობაა - ნათია მეზვრიშვილი აქციების დაშლაზე საუბრობს

"პიკეტირება, ბლოკირება, კანონის ენაზე რომ ვთქვათ, უკანონობაა. ვგულისხმობ დაწესებულებების ბლოკირებას," - ამის შესახებ დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, პოლიციამ აქციების დაშლისას სრულიად კანონის ფარგლებში იმოქმედა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმედოვნებს, რომ მომავალში აქციების მიმდინარეობისას მსგავს ინციდენტებს ადგილი არ ექნება.

"სამწუხარო ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, პოლიციამ იმოქმედა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით კანონის ფარგლებში და იმედია, რომ ასეთ ფაქტებს და ინციდენტებს მომავალში აქციების მიმდინარეობის დროს ადგილი აღარ ექნება," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

დღის ამბები