06 დეკემბერი 2019,   06:40
ვრცლად
ამბროლაურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალაქ ამბროლაურში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საზოგადოებრივი ცენტრი ამბროლაურისა და მისი მიმდებარე 37 სოფლის 13 000-ზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტების შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა, რომელსაც შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსიც აქვს. 

ამბროლაურის საზოგადოებრივ ცენტრშია  უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.

ცენტრში ხელმისაწვდომია კომპანიების − "მაგთისა" და "ლიბერთი ბანკის" − მომსახურებაც. 

დღის ამბები