06 დეკემბერი 2019,   07:55
ვრცლად
IRI-ს კვლევის მიხედვით, ოპოზიციის რეიტინგი ბევრად აღემატება ხელისუფლებისას -ალეკო ელისაშვილი

“სამოქალაქო მოძრობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  IRI-ს კვლევის მიხედვით, ოპოზიციის რეიტინგი ბევრად აღემატება ხელისუფლების რეიტინგს.

ელისაშვილის შეფასებით, მოსახლეობის უზარმაზარი რაოდენობა ეთანხმება პროპორციულ სისტემას.

“ჯამური ოპოზიციური ხმები, "ქართული ოცნებისა" და ხელისუფლების ხმებს ორჯერ აღემატება.უზარმაზარი რაოდენობა მოსახლეობის ეთანხმება პროპორციულ არჩევნებს. ეს არის პასუხი კალაძისადმი და სხვებისადმი, რომ თურმე ხალხი ვერ ხვდება, რა არის პროპორციული არჩევნები,“ - განაცხადა ალეკო ელიშვილმა.

IRI-მ  ახალი კვლევა გამოაქვეყნა, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.

 

 

 

დღის ამბები