14 დეკემბერი 2019,   09:03
ვრცლად
კვლევის შედეგები არცერთხელ არ დაემთხვა ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს - წულუკიანი IRI-ს კვლევაზე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევას, სადაც ოპოზიციის ჯამური რეიტინგი "ქართული ოცნებისას" აღემატება, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი კვლევების შედეგები არჩევნების შედეგებზე არცერთხელ არ ასახულა. 

"მრავალი წლის მანძილზე მრავალჯერ ჩავატარეთ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და არცერთხელ, თუნდაც ტენდენციების დონეზე, აღარაფერს ვამბობ ციფრებზე, მიახლოებითაც კი არ დაემთხვა არცერთი ამ კვლევის შედეგი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კვლევები ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რასაც კვლევა უნდა ემსახურებოდეს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" 23 % მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - 15%. 

ამ კვლევაში მესამე ადგილს "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია" 5%-იანი მხარდაჭერით ინაწილებენ. შემდეგ მოდის "პატრიოტთა ალიანსი" - 4 %, "სამოქალაქო მოძრაობა" - 3 %; "ახალი საქართველოსთვის" - 2 %; ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობა" 2 %; მამუკა ხაზარაძის "ლელო" - 2 %; "გირჩი" - 1 %, "შენების მოძრაობა"-1%.

ამავე თემაზე
დღის ამბები