16 დეკემბერი 2019,   05:50
ვრცლად
"გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ" - სტუდენტებმა ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს

"გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ"- პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ქუთაისელი სტუდენტებიც აპროტესტებენ. ახალგაზრდები დღეს ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მიმართავენ. სტუდენტები პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო სექტორს და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შემოუერთდნენ მათ და ქუთაისში ყოველდღიური აქციები გამართონ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლეს.

"მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ყველა პროფესიის ადამიანებს, ვისაც გული შეტკივა ჩვენს ქვეყანაზე, შემოგვიერთდნენ და ერთად დავასრულოთ შიდა ოკუპაცია, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის დასმული ოლიგარქი და თავის მონებთან ერთად მართავს საქართველოს”- განაცხადა მიშა გეგეშიძემ.

აქციას "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქარველოს" და "ლეიბორისტული პარტიის" წევრები შეუერთდნენ. მათ, ქუთაისელ მაჟორიტარებს მოუწოდეს, დაგმონ ბიძინა ივანიშვილი და შეუერთდნენ ქართველ ხალხს.

დღის ამბები