16 დეკემბერი 2019,   07:14
ვრცლად
პროფესიონალები იქნებიან შერჩეული - თალაკვაძე კომიტეტების თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატებზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობიდან იმ დეპუტატების წასვლის შემდეგ, რომლებიც მაღალ საპარლამენტო თანამდებობებს იკავებდნენ, შემცვლელების შესარჩევად კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა თალაკვაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

"სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა დატოვეს უმრავლესობა. კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ძალიან მალე მოხდება საკადრო გადაადგილებები, მათ შორის საგარეო მიმართულებითაც. კონკრეტული კანდიდატები განიხილება, პროფესიონალები იქნებიან შერჩეული,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები