16 დეკემბერი 2019,   07:14
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება, ადგილზე კვლავ დიდი რაოდენობით საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამჯერად თავისუფლად გადაადგილდებიან. გახსნილია საავტომობილო მოძრაობაც.

მას შემდეგ, რაც აქციის დასაშლელად პოლიციის ძირითადი ღონისძიებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა, ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ტაძრის მიმდებარედ სკვერში, კვლავ დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

პარლამენტის შენობის ირგვლივ ტერიტორიას ძირითადად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იკავებენ.

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები