16 დეკემბერი 2019,   05:47
ვრცლად
შელაპარაკება პოლიციასთან - პარლამენტთან აქციაზე ინციდენტი მოხდა

მცირე ინციდენტებით ჩაიარა გასულმა ღამემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. პოლიციასთან შელაპარაკების გამო სამართალდამცავებმა ორი პირი ტერიტორიდან განარიდეს.

"სამწუხაროდ პროვოკაციების შემთხვევები არის ღამის მანძილზე. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ პოლიცია ავტომატურად ერევა და არიდებს იმ ადამიანებს, ვინც მსგავსი მცდელობებით იჭრებიან აქციაზე," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ გეგუჩაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, ღამე პარლამენტთან დაახლოებით 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაათენა.

"დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანია, რომელიც ღამე მორიგეობს. მორიგეობა და აქციები გაგრძელდება დღისითაც. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ, აქციები სხვა ობიექტებსაც მოიცავს. ესენი არიან კლასიკური წურბელები," - აღნიშნა უგუგლავამ.

აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი, მთელი ღამის განმავლობაში, პიკეტირებული ჰქონდათ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილ კარვებში ღამე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გაათენა. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

დღის ამბები