13 დეკემბერი 2019,   03:30
ვრცლად
კედელი, რომელიც აღმართა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პერსპექტივის ჩასახშობად, აუცილებლად დაინგრევა - ზურაბ მელიქიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, სიმბოლურია რომ აქციაზე "პინკ ფლოიდის" კომპოზიცია "კედელი" ისმის:

"ეს კედელი, რომელიც აღმართა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პერსპექტივის ჩასახშობად, აუცილებლად დაინგრევა და ამას წინ ვერავინ დაუდგება. არაფერი უკანონობა, რაც კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული ჩვენი მხრიდან არ იქნება. არავინ არსად შესვლას არ აპირებს, იყვნენ შიგნით, არავინ ძალოვან უწყებებს არ უშლის ხელს, არც შესვლაში და არც გამოსვლაში. მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, რომ მწვავე აქციებით ვაგრძნობინოთ ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას, მის ჩინოვნიკებს, რომლებიც ბიუჯეტის გამოხვრის მეტს არაფერს აკეთებენ, რომ რეალური, ნამდვილი საქართველო არის ქუჩაში, სხვაგანაა ხელისუფლება და სხვაგანაა საქართველო. სამოქალქო სიწყნარე შეიქმნება მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იქნება ყველა ის პოლიტიკური პარტია თუ ჯგუფი, რომელიც იქნება მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან,"- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები