11 დეკემბერი 2019,   17:31
ვრცლად
“არ ვიცი, რატომ მაკავებენ..." - საპროტესტო აქციიდან სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოქალაქე გაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოქალაქე გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გიორგი ქუჩულორიას ტერიტორიიდან გაყვანის მიზეზი.

"არ ვიცი რატომ მაკავებენ, მივედი უგულავასთან, შეკითხვა დავუსვი, თუ ახსოვდა თავიანთი 9 წლიანი რეჟიმი... ვკითხე რისთვის იბრძვი-თქო, თავისუფლებისთვისო. თვითონ არის იმ 9 წლიანი რეჟიმის შემოქმედი უგულავა, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩებში ხოცავდნენ, ციხეებში სისხლს უმწარებდნენ, აწამებდნენ და დღეს გამოდის და იძახის, რომ მე ვიბრძვი თავისუფლებისთვისო,“ - აღნიშნა აქციის მონაწილემ.  

დღის ამბები