06 დეკემბერი 2019,   06:39
ვრცლად
გამოვრიცხავ "ქართულ ოცნებაში" დაბრუნებას - მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში “ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას გამორიცხავს.

უმრავლესობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილებაა და მის შეცვლას არ განიხილავს.

“ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც შესაძლებელია გაგრძელდეს კონსულტაცია, მაგრამ აქვე გიდასტურებთ, რომ გამოვრიცხავ "ქართულ ოცნებაში" დაბრუნებას, ეს არის ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება,“ - აცხადებს მარიამ ჯაში.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობა 15-მა დეპუტატმა დატოვა. გუნდის ორად გაყოფის შემდეგ კი მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება საკანონმდებლო ორგანოში. ვაკანტურია ის საპარლამენტო თანამდებობები, რომლებიც დეპუტატებმა დატოვეს, დაშლის საფრთხე ემუქრება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებსაც

დღის ამბები