11 დეკემბერი 2019,   18:48
ვრცლად
"რევოლუციურ მოდელს არასდროს დავუჭერ მხარს, არც იხილება აქ რევოლუციური მოდელები" - ბესელია ოპოზიციის შეხვედრაზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლებასთან კონსულტაციები აუცილებელია, რადგან ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიცია მსჯელობს, ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება.

ბესელიამ მოვლენების განვითარების რევოლუციური მოდელი კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში, მშვიდად უნდა მოხდეს.

"ხელისუფლებას ვთავაზობთ გამოსავალს, რომელიც არსებობს, ეს გამოსავალი არის საკანონმდებლო, მას სჭირდება პოლიტიკური ნება და ამ პოლიტიკურ ნებას სჭირდება გამოვლინა. კონსულტაციები საჭიროა იმისთვის, რომ თემის ირგვლივ არსებობდეს ერთიანი პოზიცია.

რევოლუციურ მოდელს არასდროს არ დავუჭერ მხარს და არც იხილება აქ რევოლუციური მოდელები, აქ იხილება კანონიერი გზა იმისთვის, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია მიზნის მისაღწევად. ხელისუფლების არჩევანია, რა პროცესებს გაუკეთებს პროვოცირებას. მე ვემხრობი, რომ ყველაფერი წარიმართოს მშვიდად და არჩევნებამდე მივიდეთ იმ სცენარით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები