06 დეკემბერი 2019,   07:44
ვრცლად
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ორგანიზატორებმა კასრები და შეშა მიიტანეს

რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილია კარვები, სადაც პროტესტი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა გასათბობად შეშა და კასრები მიიტანეს, რათა აქციაზე მყოფი ხალხი სიცივეს მარტივად გაუმკლავდეს.

ორგანიზატორების თქმით, ეს არის შემოწირულობა და საზოგადოებას სურვილის შემთხვევაში შეუძლია, აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთები მიაწოდონ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, კარვებში, მთელი ღამით დარჩება, აქციების გაგრძელებას კი მოთხოვნების შესრულებამდე აპირებენ.

დღის ამბები