06 დეკემბერი 2019,   17:58
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება პუტინისთვის საჩუქარი იქნება - ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება

"საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება პუტინისთვის საჩუქარი იქნება" - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას. ადამ კინზინგერი ხელისუფლებას მოლაპარაკებების განახლებასა და ქართველი ხალხისთვის დაპირებული რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებს.

"საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს უკეთესს, ვიდრე იმას, რაც მათ პარლამენტმა უჩვენა. საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობისა და აგრესიული მეზობლისგან გამოცალკევებისთვის მიაღწია," - წერს კინზინგერი.

კანონპროექტის ჩავარდნას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებიც. ისინი ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებამდე შესწორების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ.

"ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი დევიდ კრამერიც.

"ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ. საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე. სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება," - განაცხადა კრამერმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

თბილისში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიციც.

მოვლენებს უარყოფითად აფასებს "ენ-დი-აის" ყოფილი დირექტორი საქართველოში ლუის ნავარო. ის კანონმდებლების გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" ძალაუფლების დაკარგვის შიშით ხსნის.

დღის ამბები