06 დეკემბერი 2019,   17:13
ვრცლად
საზოგადოება პროვინციული მიზეზით მოატყუეს - მარგველაშვილი ივანიშვილს ამომრჩევლისთვის მიცემული პირობის დარღვევაში ადანაშაულებს

"ქართული საზოგადოების გვერდით ვდგავარ, თუმცა პოლიტიკურ პროცესებში არ ვერთვები" - ეს განცხადება დღის ბოლოს აქციაზე მისულმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობასა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებში ადანაშაულებს. გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის მხრიდან მოყვანილი მიზეზის აბსურდულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ის დაპირება, რომელიც იქნა მიცემული ქართული საზოგადოებისთვის და დაპირების გამხმოვანებელი და დამფიქსირებელი იყო პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ამ გადაწყვეტილებაში იქნა მოტყუებული ქართული საზოგადოება და მიზეზად იქნა მოყვანილი რაღაცა პროვინციული იმას ეწყინა, იმან იქეთ გაიხედა, გამოიხედა. პოლიტიკა ასე არ კეთდება და ქვეყნის ბედი ასე არ კეთდება.

მე არ ვიღებ პოლიტიკურ პროცესში ასე ვთქვათ მონაწილეობას, მაგრამ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვდგავარ, მე მგონი ეს ყველაზე მეტად პოლიტიკურ პროცესში ყოფნის ტოლფასია," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები