06 დეკემბერი 2019,   17:28
ვრცლად
ჩვენი გადაგდება თქვენი გადაგდებით დასრულდება, მოსახლეობამ "ოცნებას" სამოქალაქო წინააღმდეგობა გამოუცხადა - აქცია ივანიშვილის სახლთან

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს. მოძრაობა "შეცვალეს" წევრები პერმანენტულ ქუჩის აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" სამოქალაქო წინააღმდეგობა გამოუცხადა. 

"მათ ჩვენი სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული არჩევნები, რასაც დაგვპირდნენ, რომ ისინი შეგვისრულებდნენ, თავზე გადაგვახიეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არაფრად არ ჩააგდეს დასახიჩრებული და დაზარალებულ ხალხი. ჩვენ შეიძლება ითქვას, ჩვენი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ქვეშ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ვაპროტესტებდით რუსულ ოკუპაციას და ვაპროტესტებდით "გავრილოვის ღამეს", რის შედეგადაც გვქონდა მოთხოვნა, რომ მიგვეღო პროპორციული არჩევნები და მშვიდობიანი გზით გაგვესტუმრებინა სახლში ქართული ოცნება, მარგამ ეს დაპირებაც არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა."

"დღეს ჩვენ ამოვედით ქურდთან, მატყუარასთან, ამოვედით რუსულ პროექტთან, რომელმაც შემოგვთავაზა სპექტაკლი. ამ სპექტაკლის ბილეთებს ქართველი ხალხი არ იყიდის. არ შევჭამთ ამ ტყუილს და ჩვენი გადაგდება თქვენი გადაგდებით დასრულდება. მოძრაობა "შეცვალემ" და ქართველმა მოსახლეობამ გამოუცხადა "ქართულ ოცნებას" სამოქალაქო წინააღმდეგობა. ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება მანამ, სანამ ქართული ოცნება არ დასრულდება," - აცხადებს ნიკა ფარულავა.  

დღის ამბები