14 დეკემბერი 2019,   09:28
ვრცლად
ოპოზიციის იმედი გვაქვს, ყველა პირობაა იმისთვის, რომ კანონპროექტი გავიდეს - თამარ ხულორდავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას განცხადებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი დამტკიცდეს.

როგორც ხულორდავამ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს.

"საკითხი არის ძალიან რთული. იწვევს ვნებათაღელვას ჩვენი პარტიის წევრების მხრიდან. გამოხატული აქვთ პოზიცია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.  პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ძალიან მკვეთრად იყო მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტს.

ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ჩვენს კოლეგას აქვს მკვეთრად განსხვავებული პოზიცია, არის იმის დაშვება და მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი ამ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს. მიუხედავად ამისა, არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება იქნეს ბოლომდე მიყვანილი. გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება დღეს მივიღოთ," - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დღის ამბები