10 დეკემბერი 2019,   06:22
ვრცლად
ორი ადამიანი გარდაიცვალა დადიანზე მომხდარი ავარიის შედეგად

ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.

დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები