14 დეკემბერი 2019,   09:56
ვრცლად
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

20-21 ივნისის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ბეჟან ლორთქიფანიძისა და მორის მაჩალიკაშვილის პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარის მოწმეებმა დღეს სასამართლოზე მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვეს.

პროკურორის განცხადებით, მასალებით მტკიცდება, რომ მაჩალიკაშვილმა და ლორთქიფანიძემ შსს-ს კუთვნილი სპეც-ტექნიკა დააზიანეს. საპირისპიროს ამტკიცებს საქმეზე ბრალდებული და მისი ადვოკატი. ბეჟან ლორთქიფანიძისთვის მოწმეთა ჩვენებები არაფრის მომცემია.

ლორთქიფანიძის განცხადებით,  ყველა სხვა ბრალდებულთან ერთად, ის და მაჩალიკაშვილიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.

"რისი მოწმეები იყვნენ ჩემს საქმესთან დაკავშირებით ვერ ვხვდები, დაასახელეს დაზიანებული ქონება და ზიანის რაოდენობა, არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ მე ან მაჩალიკაშვილი ამ სახელმწიფო ქონებას ზიანს ვაყენებდით," - აღნიშნა ბრალდებულმა ბეჟან ლორთქიფანიძემ.

როგორც მისი ადვოკატი გიორგი გელხაური​ აღნიშნავს, ამ სისხლის სამართლის საქმეში ლორქიფანიძის ბრალეულობის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, საქმის პროკურორის გიორგი მუკბანიანის განცხადებით, დაზიანდა სახელმწიფოს კუთვნილი სპეციალური თავდაცვის საშუალებები, ასევე ავტომანქანები და სხვადასხვა ტექნიკა, რაც ექსპერტებმაც დაადასტურეს.

დღის ამბები