06 დეკემბერი 2019,   06:39
ვრცლად
შეერთებული შტატების დაფინანსებით ჯვრის მონასტრის კონსერვაცია იწყება

მცხეთის ჯვრის კონსერვაცია იწყება. მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადარჩენისთვის თანხას ამერიკის შეერთებული შტატები გაიღებს. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები საბჭოთა პერიოდის არასწორი რესტავრაციის შედეგების გამოსწორებას ეცდებიან. მცხეთის ჯვარი ამერიკის საელჩოს დახმარებით ახალ სიცოცხლეს ძველი, ისტორიული სახით დაიბრუნებს.

დავით ხოშტარია და კიდევ 14 სხვადასხვა დარგის სპეციალისტი მცხეთის ჯვრის საკონსერვაციო სამუშაოებს შეასრულებენ. მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის კონსერვაციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი დააფინანსებს. 100 ათასი $ უკვე დღეს პროექტის კვლევითი ნაწილისთვის გამოიყო. კონსერვაციისთვის საჭირო კვლევა 10 თვეში დასრულდება, სულ პროექტი დაახლოებით 2 წელიწადში განხორციელდება და ფონდი 600 ათასი$-ის გამოყოფას გეგმავს.

პროექტის ფარგლებში სრულად მოხდება, ფასადისა და გუმბათის კონსერვაცია. მოხდება რელიეფზე გაჩენილი ბზარების ამოვსება. ცემენტის ფენების ჩამოხსნა და ახალი ავთენტურობასთან ახლოს მდგომი მასალით ამოვსება.

კონსერვაციის სრულად დასრულების შემდეგ, მცხეთის ჯვარი კიდევ 20 წლის განმავლობაში ავთენტურ იერსახეს შეინარჩუნებს და გარემო პირობები მას ვერაფერს დააკლებს. ჯვრის კონსერვაცია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდ

ისთვის უკვე მე-19 პროექტია. ფონდმა საქმიანობა 2001 წლიდან დაიწყო და განხორციელებული პროექტების საკმაოდ დიდ ჩამონათვალს, რომელიც ატენის სიონის, გელათის, უფლისციხისა და თეთრი უდაბნოს მოხატულობის კონსერვაციას მოიცავს, უკვე დღეიდან, მცხეთის ჯვარიც დაემატება.

დღის ამბები