06 დეკემბერი 2019,   07:30
ვრცლად
მზად ვარ დავტოვო უმრავლესობა და მანდატი - ირაკლი შიოლაშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს

საკონსტიტუციო ცვლილებებს მაჟორიტარულ სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი მხარს არ დაუჭერს.

"შეკითხვებია სტაბილურობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავდივართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ადამიანებთან. იქნება თუ არა გარანტირებული პოლიტიკური სტაბილურობა, შეიქმნება თუ არა მთავრობა უპრობლემოდ. ჩვენ ვნახეთ უახლოეს პერიოდში ევროპის განვითარებული სახელმწიფოები, რამდენი კრიზისი წამოვიდა, რამხელა პრობლემები აქვთ,მზად ვართ ჩვენ ამ ყველაფრისთვის? ჩვენ როცა ვსაუბრობდით 2024 წელს ამ სისტემაზე გადასვლაზე, მაშინ იყო ერთ-ერთი პირობა ის, რომ თვითმმართველობებზე უნდა გვეზრუნა ძალიან ბევრი. რა საქმესაც აკეთებენ ახლა მაჟორიტარები, პირდაპირ ვთქვათ რასაც ვაკეთებთ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ცენტრალურ პროექტებს თვითმმართველობები ჩვენს გარეშე ვერ ახორციელებენ, ძირითადი კომუნიკაციის წყარო მაჟორიტარები არიან. რომ არ ყოფილიყვნენ მაჟორიტარები, საერთოდ ვერაფერი ვერ გაკეთდებოდა.

ფიქრობთ თუ არა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად ვართ, ხედავთ თუ არა რაიმე რისკს, ფიქრობთ თუ არა, რომ თვითმმართველობის სისტემა ისეა განვითარებული, რომ მაჟორიტარების გარეშე გაგრძელდება ხალხის სამსახური და მომსახურება, ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება,"- მიმართა ირაკლი შიოლაშვილმა ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამ კანონპროექტზე მომხსენებელია და მოითხოვა, რომ საპასუხო არგუმენტები ყოფილიყო წარმოდგენილი.

ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, თუ დეპუტატებზე ზეწოლა იქნება, მზად არის დატოვოს უმრავლესობაც და დეპუტატის მანდატიც.

" მხარს არ დავუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. პრინციპული საკიTხია და თუ ზეწოლა იქნება, მზად ვარ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატიც."- განაცხადა "რუსთავი2"-თან საუბარში ირაკლი შიოლაშვილმა.

ირაკლი შიოლაშვილი დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად უმრავლესობის სხდომის ჩატარებას ითხოვს. 

დღის ამბები