11 დეკემბერი 2019,   18:38
ვრცლად
მნიშვნელოვანი გზავნილი საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ - ევროკავშირის განცხადებას ქართული მხარე აფასებს

ევროკავშირი მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს, სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და მანდატის შეზღუდვის მცდელობა შეწყდეს. საერთაშორისო ორგანიზაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთს სიტუაციის მიზანმიმართულ დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს.

"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო ზოლის გასწვრივ დაძაბულობის ზრდა სრულიად მიუღებელია. ასევე, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან უსაფრთხოების და ადგილზე განვითარებული მოვლენების ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები. ეს სიტუაციას ამწვავებს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სადამკვირვებლო მისიის განცხადებას ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ მნიშვნელოვან გზავნილად აფასებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განმარტებით, განცხადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველ რიგში არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დარსალია ასევე ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების თანადგომას.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დღის ამბები