11 დეკემბერი 2019,   17:49
ვრცლად
გარყვნილი ქმედება სკოლის მოსწავლესთან - დაკავებულია მასწავლებელი 

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში, მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა, რაც დაკავების მიზეზი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება  141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

დღის ამბები