10 დეკემბერი 2019,   07:11
ვრცლად
"გალერია თბილისი კავეაში" ფილმის ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს თბილისის კიდევ ერთ კინოთეატრს, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობს. "კავეა გალერიასთან" გურამ ფალავანდიშვილი სასულიერო პირებთან ერთად არის მისული და საპრემიერო ჩვენებას აპროტესტებს.

მისი თქმით, დღესაც ეცდება შეიჭრას კინოდარბაზში და ხელი შეუშალოს ფილმის ჩვენებას, ხოლო "კურიერის" კითხვაზე, ჰქონიათ თუ არა ფალავანდიშვილს და მის გუნდს მცდელობა საოკუპაციო ხაზთან მისულიყვნენ და ოკუპაცია გაეპროტესტებინათ, ფალავანდიშვილმა უპასუხა, რომ საოკუპაციო თემატიკას საკმაოდ ბევრი ადამიანი აპროტესტებს, ხოლო ფილმის ჩვენება მათ გარდა არავის ადარდებს.

კინოთეატრში ფილმის ჩვენება ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქციას დღესაც შეუერთდნენ სასულიერო პირები. მათი შეფასებით, სამი დღეა ისეთი ფილმი გადის, სადაც ცოდვის პროპაგანდა ხორციელდება.

"კავეასთან" იმყოფებიან ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ფილმის ჩვენებამდე დარბაზი კინოლოგებმაც შეამოწმეს.

თბილისისა და ბათუმის საპროტესტო აქციების პარალელულად, ფილმის მთავარი პერსონაჟი ლევან გელბახიანი ევროპის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზეა წარდგენილი.

დღის ამბები